Monday, October 26, 2015

XI დღე

 დღევანდელ  დღეს შევისწავლე ბლოგის აწყობა ჩემთვის სასურველი დიზაინით, აგრეთვე სურათებით გაფორმება და მათზე ტექსტის აკრეფა, სურათის ზომის შეცვლა და მასზე ტექსტის შემოსვლა

მცირე ბიზნესი

პროექტის  სახელწოდება:  მცირე ბიზნესი
პროექტის მთავარი იდეა:   მცირე ბიზნესის სხვადასხვა დარგის შემთხვევაში მოგების დაანგარიშება და ერთმანეთთან შედარება.
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები გაერკვევიან მცირე ბიზნესის წარმოებაში და მიხვდებიან რომელი დარგი არის უფრო მომგებიანი.
პროექტის მიზნები: მიზანი მდგომარეობს შემდეგში, მოსწავლეები, თუ დასჭირდებათ გამოიყენებენ ცხოვრებაში მიღებულ გამოცდილებას.
მონაწილეთა ასაკი: 14 წელი (მერვე კლასი).
ხანგრძლივობა:  ერთი თვე. (მაისი)
პროდუქტები , რაც შეიძლება შეიქმნას: დაგროვდება მონაცემები მცირე ბიზნესის სხვადასხვა დარგის შესახებ, რომლის დამუშავების შემდეგ გაკეთდება დასკვნა.
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, კალკულატორი, წიგნაკები მონაცემების ჩანიშვნისთვის, ფოტოაპარატი.
ბიზნეს შეთანხმება
პროექტის მსვლელობა:  მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებად, თითოეული ჯგუფი გამოიკვლევს სხვადასხვა ბიზნესის დარგს,  რა შემთხვევაში იქნება მოცემული დარგი მომგებიანი.  გააკეთებენ   ანგარიშს თვითოეული ჯგუფი ცალკ-ცალკე და შემდეგ მოახდენენ შედარებას. პროცესის მსვლელობის დროს გადაიღებენ ფოტოებს იმ მცირე საწარმოებში სადაც მოუწევთ მუშაობა, ააწყობენ სლაიდებს  ფოტოებით და წარმოადგენენ პრეზენტაციას.
საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულსასწავლოგეგმასთან კავშირი: I.S.T  მათ. VIII.2. მოსწავლეს შეუძლია რაციონალურ რიცხვებზე მოქმედებების შესრულება და მათი შედეგის შეფასება.
VIII.11. მოსწავლეს შეუძლია მონაცემების მოპოვება და მათი წარმოდგენა დასმული ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით.
პროექტის ხელმძღვანელი: მზია გოგოჭური
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: gogochurimzia@gmail.com

პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:mziagogochuri.blogspot.com



მცირე ბიზნესი  მომგებიანია

Wednesday, October 21, 2015

მე ვარ მზია გოგოჭური, ვმუშაობ  69-ე საჯარო სკოლაში მათემატიკის პედაგოგად.